Posts

                    ინტელის მეოთხე დღე. მცხეთის  მეორე საჯარო სკოლა.   მეოთხე დღეს საკვანძო კითხვები განვათავსეთ ბლოგზე,ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა და ბლოგზე განთავსება.    ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი დღეს ბუკლეტის გაკეთება იყო,ცოტა რთული თითქოს,ამავდროულად  საინტერესო.   ჩვენი ტრენერი არის ძალიან ყურადღებიანი ყველას მიმართ და მომთხოვნი თანაბრად.         მადლობა მაია ტრენერს.

ამბად ნათქვამი ფიზიკა

                                        პროექტის კითხვები: 1 . ზოგადი შეკითხვა :   რას დაუკავშირებდით მოსაზრებას : საუკეთესო გზა პირდაპირ დაწყება და საკუთარი თვალით დანახვაა ? 2 . შინაარსობრივი შეკითხვა : გიფიქრიათ იმაზე , რომ ჩვენს ირგვლივ მუდამ - ფიზიკაა ? 3 . თემატური შეკითხვები : ა ) როგორ დაუკავშიროთ ფოტოაპარატი ფიზიკას ? ბ ) რა არის ნისლი ? გ ) რა არის ორგანული ნარჩენი ? დ ) შეიძლება თუ არა ორგანული ნარჩენის გამოყენება ? ე ) რა იცით კომპოსტის შესახებ ? ვ ) რა არის ენერგიის ტრადიციული წყაროები ? ზ ) რა არის ენერგიის ალტერნატიული წყაროები ? თ ) სად შეიძლება ვნახოთ ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების მაგალითები ?
                                                                                           ინტელის ტრენინგი 3 დღე                 ტრენინგის მეორე დღეს შევისწავლეთ პროექტზე მუშაობის ეტაპები.განსაკუთრებით კითხვების დასმას მივაქციეთ ყურადღება.ზოგადი კითხვები,შინააარსობრივი და თემატური კითხვები. ზოგადი კითხვების მოფიქრება ცოტა გაგვიჭირდა,თუმცა იყო საინტერესო.მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილე კოლეგების  პროექტის თემები.ერთმანეთს დავეხმარეთ ზოგადი კითხვების არჩევაში.
10 ივნისი.2017 წელი. ტრენინგის დასაწყისში ტრენერი და მასწავლებლები გავეცანით ერთმანეთს.ტრენერმა გაგვაცნო დღის განრიგი,მიზნები და აგებულება და მისაღწევი შედეგები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრენინგზე დასწრება, რადგან გავეცანი ბევრ სიახლეს, მოვახდინე საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამყარება. ჩემში ჩამოყალიბდა ურთიერთთანამშრომლობა, მოვახდინე სხვათა გამოცდილების გაზიარება, რაც დამეხმარება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრებაში.